„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2445
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.063
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 04.03.2004, მუხ.11) 23-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავი­სუფ­ლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფ­ლება აქვს მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.“;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის    1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2445-რს

კრებსითი — სრული ვერსია