საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2352
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-27
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.039
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სასამართლო გამოძიების გაუქმების ან შეკვეცის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის არა უმეტეს ორი მესამედი.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 დეკემბერი.

№2352–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია