საქართველოს კანონი
„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 185) 62 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62
ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, იაპონიის, ისრაელის სახელმწიფოს, კანადის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის, ლიხტენშტეინისა და წმინდა საყდრის მოქალაქეებისათვის 3 თვემდე მგზავრობისათვის შემოღებულია უვიზო რეჟიმი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 16 დეკემბერი.
№2269-რს