საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2261
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-16
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-27
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.002.028
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1641, 1642 და 1643 მუხლები:

     „მუხლი 1641. ამომრჩევლის მოსყიდვა

არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, გარდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

    მუხლი 1642. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის ხმის მიცემა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

    მუხლი 1643. არჩევნების გაყალბება

არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 16 დეკემბერი.

№2261–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია