საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2242
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-20
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.026
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქონების იჯარით გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 დეკემბერი.

№2242–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია