პაატა ბურჭულაძის საშემოსავლო გადასახადის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
547
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-08-19
გამოქვეყნების თარიღი
1996-08-30
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.002.000.
პაატა ბურჭულაძის საშემოსავლო გადასახადის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №547

1996 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

პაატა ბურჭულაძის საშემოსავლო გადასახადის შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება შემოსავლებისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ნება დაერთოს მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, როგორც გამონაკლისი, გადაიხადოს თითოეული სპექტაკლიდან საშემოსავლო გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში 500 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარებით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია