ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
104
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2016-11-11
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.018489
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №104

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  „ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:

1.1 კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

1.2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) უმაღლესი  განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, ევროპამცოდნეობა, საჯარო მართვა;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე  მუშაობის, ან ევროინტეგრაციის მიმართულებით, სტაჟირების არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

გ)  კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms.Excel, Ms.PowerPoint, Internet);

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

1.3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განმსაზღვრელი დოკუმენტების ცოდნა (ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას  და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი;
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება);

დ) ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ფუნქციონირების მექანიზმები; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია და არსებული თანამშრომლობა;

ე) ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნების  განვითარებისათვის დახმარების ძირითადი პრინციპები (2005 წლის 5 მარტის პარიზის დეკლარაცია; 2004 წლის 4 სექტემბერს მიღებული „აკრას დღის წესრიგი ცვლილებებისათვის“; 2011 წლის 13 ოქტომბრის ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპარლამენტს,  „ცვლილებების დღის წესრიგთან - Agenda for Changes“ დაკავშირებით) და დღეისათვის, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები.

1 1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება). ამასთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)-ისა და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა;

ზ) ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნების განვითარებისათვის დახმარების ძირითადი პრინციპებისა (2005 წლის 5 მარტის პარიზის დეკლარაცია; 2004 წლის 4 სექტემბერს მიღებული „აკრას დღის წესრიგი ცვლილებებისათვის“; 2011 წლის 13 ოქტომბრის ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპარლამენტს, „ცვლილებების დღის წესრიგთან − Agenda for Changes“ დაკავშირებით) და ევროკავშირის   დახმარების   ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების ცოდნა;

თ) ევროკავშირის დახმარების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის, პროექტების მართვის ციკლის (PCM), ლოგიკური ჩარჩოს (Logic Framework) ფორმირების, ანგარიშგებისა და ევროკავშირის შესყიდვების პროცედურების (procurement procedure - PRAG Rules) ცოდნა.

1.2 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)-ისა და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა;

ზ) ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნების განვითარებისათვის დახმარების ძირითადი პრინციპებისა (2005 წლის 5 მარტის პარიზის დეკლარაცია; 2004 წლის 4 სექტემბერს მიღებული „აკრას დღის წესრიგი ცვლილებებისათვის“; 2011 წლის 13 ოქტომბრის ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპარლამენტს, „ცვლილებების დღის წესრიგთან − Agenda for Changes“ დაკავშირებით) და დღეისათვის, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების ცოდნა;

თ) ევროკავშირის დახმარების   პროექტების   დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის, პროექტების მართვის ციკლის (PCM), ლოგიკური ჩარჩოს (Logic Framework) ფორმირების, ანგარიშგებისა და ევროკავშირის შესყიდვების პროცედურების (procurement procedure – PRAG Rules) ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11  ნოემბრის  დადგენილება №502 - ვებგვერდი, 15.11.2016წ.

2.  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის  სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის  სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და  პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი;

ბ) საჯარო, ან აკადემიურ სფეროში (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები), ან შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;

გ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ  6-თვიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

2.3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა  კოორდინაციის დეპარტამენტის სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ინსტიტუტები და სამართლებრივი დოკუმენტები;

დ) ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტები და ფუნქციონირების მექანიზმები.

3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის   ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

 3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და  ფლობდეს სახელმწიფო ენას.

3.2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის   ანალიტიკური  სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური  მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი;

ბ) საჯარო, ან აკადემიურ სფეროში (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები), ან შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 1 წელი;

გ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

დ) აკადემიური წერის უნარ-ჩვევები.

3.3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა  კოორდინაციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, სამართლებრივი დოკუმენტები და ინსტიტუტები;

დ) ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტები და ფუნქციონირების მექანიზმები.

4. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის იურისტი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, აგრეთვე მათი სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

დ) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების) მომზადების გამოცდილება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) იურიდიული ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“);

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

თ) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მაისის დადგენილება №197 – ვებგვერდი, 06.05.2015წ.

5. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ივლისის დადგენილება №373 – ვებგვერდი, 27.07.2015წ.

51. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების – MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet Explorer-ის ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ზ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22  ოქტომბრის დადგენილება №540  - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

52. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №89 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

6. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

6.1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება), ამასთან, ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

6.2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

6.3. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური  მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი გამოცდილება;

გ) აკადემიური წერის უნარ-ჩვევები;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

ე) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების; ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ივლისის დადგენილება №373 – ვებგვერდი, 27.07.2015წ.

6.4  სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  ევროპათმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;

ბ) ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ამასთან, სასურველია ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების კუთხით მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური  ენის  სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №89 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

7. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

7.1 დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.  

7.2 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.  

7.3 მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ)  საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

8. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფინანსური მენეჯერი:  

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;

გ) სახაზინო პროცედურებისა და ელექტრონული ხაზინის მომსახურების სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;

დ) საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტერიის ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების, „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანების, „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2014 წლის 31 დეკემბრის  №429  ბრძანების, „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანების ცოდნა;

ვ) საბუღალტრო ელექტრონული პროგრამების ცოდნა („ორის ბუღალტერია“, „FMG“);

ზ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)-ისა და  Internet-ის ცოდნა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №89 - ვებგვერდი, 01.03.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11  ნოემბრის  დადგენილება №502 - ვებგვერდი, 15.11.2016წ.


კრებსითი — სრული ვერსია