„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-11
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.018487
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №102

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“       საქართველოს       მთავრობის   2013       წლის   5   დეკემბრის      №315   (www.matsne.gov.ge,  06/12/2013,  480040030.10.003.017482)  დადგენილებაში შეტანილ  იქნეს  ცვლილება და  დადგენილებით   დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია