საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
მუხლი 1
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 1 დეკემბრის კანონი „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.96, გვ. 3).
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2152–IIს