„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (სსმ, №168, 24/12/2010) დანართი №21-ით (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) განსაზღვრული ცხრილის (საერთო სანებართვო პირობები) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:
|
,,141
|
დაწესებულების ეზო უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ნარჩენებისგან
|
ეზოს არსებობის შემთხვევაში.
საერთო სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ეზოს სისუფთავის უზრუნველყოფა ამ ტერიტორიაზე განთავსებული, ნებართვის მაძიებელი/მფლობელი თითოეული სუბიექტის ვალდებულებაა.“.
|
|