„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი
2015-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
230210000.19.012.016053
„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №13

2015 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

„შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
“შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2011 წლის 8 თებერვლის #1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 230210000.19.012.016001 10/02/2011) დამტკიცებული დებულების მე–7 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს შემოსავლების სამსახურის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ანგარიშგების ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის გაგზავნა (წარდგენა) ხდება დაბეჭდილი კონვერტით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის საშუალებით ან შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს გამომგზავნის მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქ. №2 და გრიფით „კონფიდენციალური.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია