„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2148
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-06
სარეგისტრაციო კოდი
380.000.000.05.001.002.012
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.09.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;

ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გ) გამოიყენოს თავისი შრომის შედეგები (მათ შორის მოპოვებული წიაღისეული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისარგებლოს წიაღით ისეთი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, რომელიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან;

დ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით;

ე) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე;

ვ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუკი წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.”.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2148-IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია