საქმე № 2/647-11 წ .
საოქმო განჩინება
2015 წლი ს 23 თებერვალი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარ გიორგიძე
მოვალე : შ პს ,, ბლექ სი ინვესტი ’’
დირექტორი _ როლანდ ჩანტლაძ ე
რეაბილიტაციის მმართველი _ ვლადიმერ სალაძე,
კრედიტორები : სსიპ _ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მადონა გეწაძე, ლიანა ბახლიშვილის წარმომადგენ ე ლი დავით ლომოური , სოფიო გეგენავას წარმომადგენელი მამუკა ბარამიძე, გივი ჩელებაძე, მარინა გეგია და სხვა .
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “ მე -4, მე -5, მე -7, 32-ე მუხლებით , საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე , 285- ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მომრიგებელი საბჭოს წევრად თეიმურაზ ჯუსტიშვილის ნაცვლად დაინიშნოს დავით ლომოური;
2 . მომრიგებელი საბჭოს წევრად ოთარ კახაძის ნაცვლად დაინიშნოს გივი ჩელებაძე.
3 . მომრიგებელი საბჭო დამტკიცეს ახალი შემადგენლობით: როლანდ ჩანტლაძე (პ/ნ 61002001548), გივი ჩელებაძე (პ/ნ 61001003385) და დავით ლომოური (პ/ნ 01022000972).
4. კრედიტორთა კრება გადაიდოს 2015 წლის 12 მარტს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი დღის წესრიგით - მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მიზანშეწონილობა.
5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.
6 . განჩინებაზე შეუძლია თ კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის : . ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .
სხდომის თავმჯდომარე : /გენადი მაკარიძე/
სხდომის მდივანი : /ნოდარ გიორგიძე/