საქართველოს მთავრობის
განკარგულება №321
2015 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერთი ერთეული სპეციალური ტექნიკის (ბულდოზერის) შეძენის მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი