„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების (სსმ, 126, 01/10/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016012) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ შევიდეს ცვლილება და:
ა) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. ავტორიზაციის ექსპერტის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ბ) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით ან ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს შუამდგომლობით.“.
|