|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 25 ოქტომბრის №83 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 29/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016208) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებაში; |
2.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედიასაშუალებებთან ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება”. |
3.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის, აგრეთვე მედიასაშუალებებთან ურთიერთობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება”. |
4.
მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|