„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016254
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 4 მარტი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 25/12/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016239) დამტკიცებულ  „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პროგრამის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მწვავე გადაუდებელი და გეგმიური ოპერაცია (გეგმიური ოპერაცია: 0-18 წლამდე ასაკის მოზარდები;  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები);

ბ) მე-4 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმური (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები) სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომ ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი

კრებსითი — სრული ვერსია