|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდისა და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: 10/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.35.113.016218) კერძოდ: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. |
2.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
3.
დადგენილების 1-ლი მუხლი ამოღებული იქნეს. |
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|