|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1.
. დამტკიცდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი“ თანახმად დანართისა. |
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტისბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს. |
მუხლი 2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები |
1.
ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანით. |
2.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, პროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. |
3.
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). ამ ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. |
4.
შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში. |
5.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
|
მუხლი 3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება |
1.
.საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნების გადაადგილების თაობაზე. მიმართვაში მხარჯავი დაწესებულების მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არსებობის თაობაზე. |
2.
მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ მხარჯავი დაწესებულების მიერ, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. მხარჯავ დაწესებულებას ენიჭება სრული პასუხიმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. |
3.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. |
4.
გადანაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. |
5.
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმს დაწესებულებამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. |
6.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასხდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. |
7.
წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება გეგმის ცვლილების ცნობით. |