„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3175
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-05-25
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-30
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.002.291
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

      მუხლი 1.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში):

ა) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:

ა.ა) ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი;

ა.ბ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი;

ბ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი;

გ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი;

დ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3175–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია