,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016314
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №29

2015 წლის 2 მარტი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს № 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
           ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს № 27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2014,            010250020.35.162.016244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 

„ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება.

 

  1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 

„ გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“

 

  1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი სახის „ძ¹“ ქვეპუნქტი:

 

„ძ¹) გამგეობის სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას.“

 

  1. დაემატოს შემდეგი სახის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები

   

   სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;

გ) საკრებულოს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას, ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;

დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას და მოვლა-პატრონობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია