,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.162.016307
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №22

2015 წლის 2 მარტი

ქ. ახმეტა

 

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 210020010.35.162.016082) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 6¹, 6² და 12¹ მუხლების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

 

  1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი N 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 3.

მოსაკრებლის გადახდევინებას უზრუნველყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება, ხოლო მის გადახდევინებაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია