,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის №12 დადგენილების ( www.matsne.gov.ge, 05/03/2013, 200230000.35.162.016172) პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ²“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
|