„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2015-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-09
სარეგისტრაციო კოდი
280120000.43.048.016010
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ს აქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №35

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:


1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 03.04.2014, 280120000.43.048.016007) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 პუნქტი:

„84. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე .


საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიდავით სუჯაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია