ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
09
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2016-02-22
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.117.016252
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 22.02.2016, №06)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2015 წლის 27 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეტარიელ ბაკურაძე



დანართი №1

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში  სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისთვის – 1-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედური ზონისათვის განისაზღვროს – 131-ით.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის   შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,32

1

0,24

131

10.06

 

3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.02 ლარს.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2.52 ლარს.
5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის ზოლში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის  შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.03 ლარს.

 


კრებსითი — სრული ვერსია