საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 16.03.2011. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016028) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე, გარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწისა, განისაზღვროს 0.1392 ლარის ოდენობით (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის 1 კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი, გარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 0,58).
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს 0.36 ლარის ოდენობით (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის 1 კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1,5).
|