საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №789
1996 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
რ. ჩხეიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი რევაზ ჩხეიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე