„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №61 დადგენილების (სსმ, 30/01/2015, 010250020.35.160.016271) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ მე-2 დანართში – „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის“ ფორმაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |