ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის,რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
67
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2021-03-24
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.160.016277
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის,რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №67

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის,   24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის  მოსაკრებლის ოდენობა:

ა) ახალასაშენებელი ობიექტის, გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 2 (ორი) ლარის დაანგარიშებით.

ბ)მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარის დაანგარიშებით.

გ)ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში  ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის   1 (ერთი) ლარის დაანგარიშებით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მარტის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.

მუხლი 11
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი,  ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარის ოდენობით.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მარტის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის  გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის №158  დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი.

2. მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.

3. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

4. (ამოღებულია - 24.03.2021, №244).

5. (ამოღებულია - 24.03.2021, №244).

6. მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ნებართვის მაძიებლის (მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) მიერ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში  წარდგენამდე.

7. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.

8. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მარტის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.


კრებსითი — სრული ვერსია