საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:
„კ1) სასამართლოს მანდატურებს;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 ნოემბერი.
№2132-IIს