„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016251
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 26 თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის  და 25-ე   მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”  (სსმ, 28.07.2014წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11 მუხლის მე-4  პუნქტიდან ამოღებულ იქნას „ი)“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-12  მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 აგვისტოს №27 დადგენილება.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანხრო-სამშველო სამსახურში პირადი შემადგებლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 აგვისტოს №28 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე

კრებსითი — სრული ვერსია