ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
119-უ.ს.შ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2014-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-27
ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეზოლუცია

ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წლის 24 ნოემბერს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის და ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მხრიდან დანარჩენ საქართველოსთან ნდობის აღდგენისა და ურთიერთობის განახლების პროცესს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის უფლებებს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                 ავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

2014 წლის 18 დეკემბერი

№119–უ.ს.შ.ს.

 

კრებსითი — სრული ვერსია