„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge), 17/07/2014 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოში წარადგენს გამგებელი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საკრებულო ისმენს საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის დასკვნას.
3. მომხსენებელთა და საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომისიის დასკვნის მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რომლის დასრულების შემდეგ საკრებულო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე.“
|