„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №22 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge), 04.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016124) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის სათანადო წინადადებების შემუშავებას;
ზ) წინადადებების და პროგრამების შემუშავებას უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურებების გაწევისთვის, კონტროლს მათ განხორციელებაზე;“
|