ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018678
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის
განკარგულება №296

2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) გაგა მაკარაშვილის (პ/ნ 31001006138) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 880.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი (25-მეტრიანის მიმდებარედ), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 64.30.08.111, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) ანდრო ქიმუცაძის (პ/ნ 33001003769) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დაბა ურეკი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 26.28.18.162, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა   სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების   კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.
პრემიერ-მინისტრი    ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია