არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
291
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018623
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 291

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსების შესახებ

 „2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ნოემბრის № 2058 განკარგულებით და „2014 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის № 1524 განკარგულებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  ანგარიშზე გადარიცხული თანხებიდან დარჩენილი რესურსი, შესაბამისად 860 000 (რვაას სამოცი ათასი) ლარი და 529 866 (ხუთას ოცდაცხრა ათას რვაას სამოცდაექვსი) ლარი, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის № 195 განკარგულებით, სააგენტოს ანგარიშზე „შეღავათიანი აგროკრედიტების“ პროექტის დასაფინანსებლად გადარიცხული თანხიდან, 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი მიიმართოს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წელს განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში გასაწევი ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი                                                       ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია