საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 290
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნ ე ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი დან (IBRD) მისაღები სესხ ის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობები თ :
სესხის ხანგრძლივობა: 25 წელი ( მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 14 წელი);
საპროცენტო განაკვეთი ს ტიპი : Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);
სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0,25% სესხის მთლიან თანხაზე;
სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee): 0.25% ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
კონვერსიის შესაძლებლობა: გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი