საქართველოს მთავრობის
განკარგულება №28 7
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის № 370 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მარტის № 370 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი, ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი : 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო , 2015 წელს - „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი : 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.
პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი