„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
280
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018662
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2 80

2015 წლის 1 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოსმთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის № 140 განკარგულებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში გადასაცემი ქონების (ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში არსებული ორი უძრავი ნივთის - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 05.32.01.049 და 05.32.01.316)შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია