საქართველოს მთავრობის
განკარგულება №274
2015 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ენთელს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „ჭიორა ჰესის“ თაობაზე.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი