საქართველოს მთავრობას და შპს „ენთელს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
251
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018676
საქართველოს მთავრობას და შპს „ენთელს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №251

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას და შპს „ენთელს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას და შპს „ენთელს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „მაჟიეთი ჰესის“ თაობაზე.

2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია