„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018646
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №205

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. მიქელაძის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროპის კავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაში ხორვატიის რესპუბლიკის ევროპის კავშირში გაწევრიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია