„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის N2237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
188
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018608
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის N2237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 188

2015 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის -საერთაშორისო ასოციაცია  ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის № 2237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია  ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის № 2237 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა)  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 31 400 (ოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარის დახარჯვა სარემონტო სამუშაოების განხორციელებისა და ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის, ყოფილი პატიმარი ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით , შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვეში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის ფუნქციონირების მიზნით გამოყენება ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;“.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია