საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
200/1
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2015-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016314
საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი
 
 
 

 

ოქმი

საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ


საქართველო და ტონგას სამეფო, შემდგომში ”მხარეებად“ წოდებულნი,

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

შესრულებულია, ქ. ნიუ იორკში 2015 წლის 18 თებერვალს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს სახელით

 

მისი აღმატებულება, ბატონი კახა იმნაძე

ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი

 

ტონგას სამეფოს სახელით

 

მისი აღმატებულება, ბატონი მაჰე ული’ული სენდჰერსტ ტუპუნიუა

ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი

 

 

 

 


 

 

კრებსითი — სრული ვერსია