„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2123
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-01
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.998
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკუ­რორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განი­ხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორ­ციელე­ბელი სპეციალური სამსახურის შუამდგომლობას ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2123–IIს

კრებსითი — სრული ვერსია