,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook).‘‘.
|