„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3093-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2015-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-24
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.017611
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) 62-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც გადაიზიდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთი, დაექვემდებაროს 2017 წლის 31 დეკემბრიდან.

  6. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიძლება ნებაყოფლობით ჩაუტარდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3093-IIს

კრებსითი — სრული ვერსია