„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2100
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-30
სარეგისტრაციო კოდი
130.030.000.05.001.001.993
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ინფორმაციისათვის იგი არ აღემატება 20 წელს, „სრულიად საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – 10 წელს, ხოლო „საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – 5 წელს. დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელებს, თუ აღნიშნული ინფორმაცია დაკავშირებულია კონტრდაზვერვით საქმიანობასთან და მისი განსაიდუმლოებით არსებითი ზიანი მიადგება სახელმწიფოს ინტერესებს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 11 ნოემბერი.

№2100–IIს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია