,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/09/2014, 120140000.22.026.016293) დამტკიცებულ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თუ ოფიცერმა დააგროვა ქულათა საერთო რაოდენობის სულ ცოტა 70% (35 ქულა 50 შესაძლებლიდან), მაშინ მინიმალური ზღვარი ითვლება გადალახულად, ხოლო გამოცდა - ჩაბარებულად. გამოცდის შედეგები ძალაშია 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.‘‘;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიღებულ ქულათა საერთო რაოდენობა 34 ან ნაკლები 50 შესაძლებლიდან, 70%-ზე ნაკლები), ან ჩაბარების მიუხედავად შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით/სხვადასხვა დადგენილი მიზეზით კადრის სამხედრო სამსახურში არჩარიცხვის შემთხვევაში, ოფიცერი ხელმეორედ აბარებს გამოცდას 6 (ექვსი) თვის შემდეგ.”.
|