საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
155
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018598
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №155

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის („პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების პროექტები (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია: 25.12.2014წ., №44078) შემადგენელი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია